ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.01%

დედაქალაქის მეტროში ახალი ვაგონები გაჩნდება

23 დეკემბერი, 2023

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის ძველი ვაგონების ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ ექსპლუატაციაში ეტაპობრივად ახალი ვაგონები შევა. ვაგონების ეტაპობრივი ჩანაცვლება მომდევნო 15 წლის განმავლობაშია გათვლილი. თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა.

სულ იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების 212 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენა – ეს 45 მატარებელია. აქედან 13 4-ვაგონიანი მატარებელი გათვალისწინებულია საბურთალოს ხაზისთვის, ხოლო 32 5-ვაგონიანი მატარებელი – ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.