ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

დევისმა და სმოლკინმა ასტანაში გაიმარჯვეს

9 ნოემბერი, 2023

ფიგურულმა მოციგურავეებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ, კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვესისინი პირველები გახდნენ ასტანაში დენის ტენის მემორიალის ტურნირზე, რომელიც ჩელენჯერის სერიის ფარგლებში ტარდება. ორი პროგრამის ჯამიდან გამომდინარე დუეტმა სპორტულ ცეკვაში 192,67 ქულა ააგროვა.

ჩვენი ნაკრების სხვა წარმომადგენლებს შორის ტურნირზე მედლები ნიკა ეგაძემ, კონსტანტინე სუპატაშვილმა, მარია ალიევამ და ეგორ ბარშაკმა (ვერცხლი), ალინა ურუშაძემ (ბრინჯაო) მოიპოვეს.

ვულოცავთ და ვამაყობთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.