ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ახალი პროგრამა მრავალშვილიანებისთვის

10 ნოემბერი, 2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ახალი პროგრამის რეალიზაციის შესახებ. 2024 წლიდან მათთვის საცხოვრებელი ფართის შესაძენად იგეგმება 50 მილიონი ლარის გამოყოფა. აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ათასამდე ასეთი ოჯახია.

საუბარია სამ და მეტშვილიან ოჯახებზე. თუ რომელ საცხოვრებელ პირობებზეა საუბარი, დაზუსტებული არ არის, მაგრამ ისინი განსაზღვრულია, როგორც “გაუსაძლისი”. პროგრამა ორ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაშიც ორ ეტაპად გამოიყოფა 25 მილიონი ლარი. ეს თანხა განკუთვნილია ბინების შესაძენად, რომელიც ასეთ ოჯახებს გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.