ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

ძველი ტიპის პირადობის მოწმობები შეიცვლება ახლით

8 იანვარი, 2024

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ითვლება ყველა პირადობის მოწმობა, რომელიც 2011 წლის 28 ივლისამდე იყო გაცემული, როდესაც საქართველოში ID ბარათების გაცემა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრის შუა რიცხვებში ძველი სტილის პირადობის მოწმობები 217 ათასზე მეტ მოქალაქეს ჰქონდა.

“საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ვადაგასული პირადობის მოწმობების მფლობელებს გადაეცემათ ახალი დოკუმენტები იგივე მონაცემებით, რაც მითითებული იყო გაუქმებულ პირადობის მოწმობებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.