გასული წლის ბოლოს დამტკიცდა განახლებული კანონი “ტურიზმის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს დარგის ყველა თანამშრომლის სამუშაოს სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და რიგი წესების ცვლილებას დარგის სხვადასხვა სფეროში.
მომავალი წლის 1 ივნისამდე უნდა შემუშავდეს წესები საქართველოში სუბიექტებისთვის აგროტურიზმით და ღვინის ტურიზმით დაკავების უფლების მინიჭების მიზნით. ასევე, სპეციალური წესები გავრცელდება ჩვენი ქვეყნის ყველა სტუმრისთვის უბედური შემთხვევის დაზღვევაზე – ის გახდება სავალდებულო, თუმცა პერიოდი რიგ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული.
ახალი მოთხოვნების დარმღვევი პირები დაჯარიმდებიან.
კომენტარის დატოვება