ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ექვსი თვის განმავლობაში ავარიების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

18 აგვისტო, 2023

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით ქვეყანაში დარეგისტრირდა 1427 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მძიმე შედეგებით, რომლებშიც დაშავდა 1850 ადამიანი და დაიღუპა 90. დაფიქსირდა ფეხით მოსიარულეთა დაჯახების 414 და 167 შემთხვევა მოტოციკლისტების მონაწილეობით. 34 შემთხვევაში ავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა ნასვამ მდგომარეობაში მართვა, 80ში – სიჩქარის გადაჭარბება, 82-ში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გამოსვლა ან გასწრების წესების დარღვევა, 58ში – ფეხით მოსიარულეთა მიერ წესების დარღვევა.

ყველაზე მეტი შემთხვევა მოხდა თბილისში – 706, ხოლო აჭარაში – 150.

იანვარ-მარტში მოხდა 1153 ავარია, 93 დაიღუპა და 1480 დაშავდა.

2022 წელს დაფიქსირდა 5 469 ავარია მძიმე შედეგებით, დაშავდა 7517 ადამიანი, მსხვერპლი გახდა 430 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.