თბილისის ეზოში, წინამძღვრიშვილის 83-ში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის “გამარჯვების დღის” გადაღებები მიმდინარეობს, რომელშიც მოთხრობილია თბილისის “დინამოსა” და “კარლ ცაისის” შორის ლეგენდარული მატჩის შესახებ. ფილმის რეჟისორი გოგი თორაძეა. გადაღებები სექტემბერში დასრულდება, ეკრანებზე კი ფილმი ოქტომბერში გამოვა.
1981 წლის 13 მაისს თბილისის ”დინამომ” მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი, როდესაც “დინამოს” საფეხბურთო ტურნირის ფინალში “კარლ ცაისი” იენიდან ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გოლების ავტორები გახდნენ ვლადიმერ გუცაევი და ვიტალი დარასელია.
კომენტარის დატოვება