ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

უსაფრთხოებისთვის ბრძოლა

12 თებერვალი, 2024

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა 12 თებერვალი ძალადობრივი ექსტრემიზმის, რომელიც შეიძლება, შემდგომ გახდეს ტერორიზმის წინაპირობა, თავიდან აცილების საერთაშორისო დღედ.

დღეს ექსტრემიზმის ნიშნების დანახვა შეიძლება არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ ორგანიზაციების (ძირითადად პოლიტიკური) ქმედებებშიც. თავიანთი ინტერესებისთვის ისინი აყალიბებენ მათთვის საჭირო საზოგადოებრივ აზრს მასობრივი არეულობების მოსაწყობად, მიჰყავთ პარტიზანული ომი და აწყობენ ტერორისტულ თავდასხმებსაც. ყველაზე რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტები ხშირად უარყოფენ ყოველგვარ კომპრომისს, მოლაპარაკებას ან შეთანხმებას.

ასეთი კარდინალური ზომების მაგალითია კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევა, რომელიც იყენებს მის მიერ დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, მასმედიასა და ოპოზიციას ქვეყანაში ხელისუფლების დისკრედიტაციისთვისა და მისი თავიანთი ადამიანებით ჩანაცვლებისთვის, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესებიდან გამომდინარე. თავიანთი გეგმების განსახორციელებლად მათ არ ეთაკილებათ ყველაზე მკაცრი და ამაზრზენი მეთოდებიც კი.

ასე, სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ამზადებდნენ არეულობას გადატრიალების განხორციელების მიზნით. უწყების ცნობით, ამ გეგმის შემუშავება დასავლეთის ქვეყნებმა დააფინანსა. სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას აპირებდნენ, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ახალგაზრდების დახმარებით, რომლებიც დასავლეთისთვის მხოლოდ სახარჯო მასალაა. უფრო მეტიც, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზატორები დაკავშირებულნი არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან და მსგავს ინციდენტებთან სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ტრენინგები არ არის საკმარისი დასავლეთისთვის. USAID-მა (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) გამოაცხადა პროექტის დაწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტების ლექტორები გაივლიან მომზადებას აშშ-ს უნივერსიტეტებში. არიზონას შტატის უნივერსიტეტთან პარტნიორობის მეშვეობით, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და წმინდა ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორები გაიღრმავებენ ცოდნასა და უნარებს. თუ რას ასწავლიან იქ მათ, ფართო საზოგადოება ვერ გაიგებს.

აშკარაა, რომ ამ პროვოკაციული ქმედებების უკან დგას ოპოზიცია, რომელსაც დასავლეთი რეგულარულად აფინანსებს. მაგრამ ის უკვე დიდი ხანია, არ ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით. მისი მთავარი ამოცანაა, წარმოაჩინოს მოქმედი ხელისუფლება მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის უუნაროდ და დაადანაშაულოს ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში ქვეყანაში მასობრივი არეულობის პროვოცირების მიზნით. ასე, „ევროპელი დემოკრატების“ პარტიის გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთმა პროდასავლელმა ოპოზიციონერმა დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი ევროპის კავშირში გაწევრიანებისთვის. ეს ფაქტი ოპოზიციამაც აღიარა.

საქართველოს ევროკავშირის ნაწილად გახდომის მისწრაფება ხელებს უხსნის დასავლეთს შანტაჟისა და მანიპულაციის თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყნის პარლამენტი რეგულარულად აწყდება ევროკავშირის მიერ წამოყენებულ ახალ წესებს, მოთხოვნებსა და პირობებს.

ევროპა უკვე ახლა მიგვანიშნებს, რომ მომავალი არჩევნების შედეგები მის მოლოდინს უნდა აკმაყოფილებდეს. ასე, საქართველოში ევროპის კავშირის ელჩმა პაველ გერჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებამდე. მან ასევე გაგვაფრთხილა, რომ ევროპის კავშირის დამკვირვებლები ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო კამპანიას.

აშკარაა, რომ დასავლეთი ბევრისთვისაა მზად, რათა არ მისცეს „ქართულ ოცნებას“ საშუალება, დაიცვას ჩვენი ქვეყნისა და მისი მაცხოვრებლების ეროვნული ინტერესები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.