USD | 2.84 | 0.00% |
EUR | 3.00 | –0.14% |
სახელმწიფოს ლიდერს ხალხთან ერთად საერთო გეზი უნდა ჰქონდეს აღებული და მუდამ მათი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. სტატიაში განვიხილავთ, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში რთულია აშკარად იმის მტკიცება, თუ რომელი გუნდის მოთამაშეა პრეზიდენტი. საქართველოს კანონების დარღვევითა და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგის აშკარა იგნორირებით, სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს ოპოზიციურ ძალებს და დასავლეთის ყველანაირი სურვილის ხორცშესხმას ემსახურება.
აღნიშნულის ერთ-ერთ უახლეს ილუსტრაციას წარმოადგენს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლის – ნიკა გვარამიას შეწყალება. ის ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თვის 6.8 მილიონი ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გაასამართლეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო სისტემის მთავარი არქიტექტორის როლს თამაშობდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. “რუსთავი-2” ყოფილი გენერალური დირექტორის სახელი 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის დაშლასა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევას უკავშირდება. სწორედ ნიკა გვარამია მოუწოდებდა რუსეთში საექსპორტო მინერალურ წყალში “ბორჯომი” მოშარდვას. 2024 წელს მან დააფუძნა პარტია “ახალი”, რომლის მხარდამჭერებმა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, ქვები და ბოთლები დაუშინეს ქართველ პოლიციელებს და მათ საპასუხო ძალის გამოყენების პროვოცირებას ცდილობდნენ.
როგორც ჩანს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ დასაშვებია ძალის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დასტურად, 12 აპრილს მან განაცხადა, რომ შეიწყალებს ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა “მოლოტოვის კოქტეილებით” ჩვენი პოლიციელების დაწვის მცდელობისთვის და წესრიგის დამცველთა ავტომანქანის დაზიანებისთვის.
ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან არა მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ მისი ქვეშევრდომებიც. ასე მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა.
ამასთან აშკარად, სალომე ზურაბიშვილის მშობლიურ საფრანგეთში ხელისუფლება ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ბევრად უფრო მკაცრად გაუსწორდა. საფრანგეთის სასამართლო ორგანოები “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების შემდეგ, გადატვირთულია სისხლის სამართლის საქმეებით, რომლებშიც ათასობით ბრალდებულია მსჯავრდებული. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მის მშობლიურ ევროპაში ამას დემოკრატიულ პროცესს უწოდებენ, ხოლო ჩვენს ქვეყანაში შეწყალებას იმსახურებენ ისინი, ვინც პოლიციის თანამშრომლებზე აღმართავენ ხელს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ადვილად არღვევს ქვეყნის კანონმდებლობას. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დაადგინა.
სასამართლოს დასკვნის თანახმად საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განახორციელა სამუშაო ვიზიტი საზღვარგარეთ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე. ასეთი ვიზიტების ფარგლებში იგი ხვდებოდა ევროპული სახელმწიფოებისა და სტრუქტურების ხელმძღვანელებს და სთხოვდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადებას, ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ძალაუფლების ძალადობრივი ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მიზნით.
საინტერესოა, რამდენად ფასობს დღეს ასეთი გარიგება სინდისთან და რამდენი ხანი უნდა ვითმინოთ სახელმწიფოს მეთაურის უმსგავსო ქმედება?
კომენტარის დატოვება