აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის ბიუჯეტი 726,6 მილიონი ლარის ოდენობითაა დამტკიცებული. აჭარის მთავარი ფოკუსი ტურიზმი იქნება, რისთვისაც მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფა იგეგმება. რეგიონის რეკლამა და განვითარება მიიღებს 19,9 მილიონ ლარს, ტურისტული პროდუქტების განვითარება – 7 მილიონ ლარს, ხოლო ტურისტული მარკეტინგი – 9,9 მილიონ ლარს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თანხები გამოიყო რეგიონში განათლების – 80 მილიონი ლარი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – 66,2 მილიონი ლარი, ჯანდაცვის – 24,8 მილიონი ლარი, სოციალური დაცვის განვითარებისთვის – 5,3 მილიონი ლარი. გარემოს დაცვაზე, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კომენტარის დატოვება