საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში სუროგატი დედებისგან 1,6 ათასი ბავშვი დაიბადა. აღნიშნულ პერიოდში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაიბადა 2 288 ბავშვი, სუროგაციის გზით გაჩნდა 1 631 ბავშვი. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით დაიბადა 459 ბავშვი, სუროგაციის დახმარებით კი – 517.
ახალი კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის იანვრიდან საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება და სუროგატი დედის მომსახურება მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, საქართველოში აკრძალავენ სუროგატ დედობასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებულ რეკლამას.
კომენტარის დატოვება