1 აგვისტოდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი ცვლილებები. გაორმაგდა ჯარიმის ოდენობა უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის. ახლა სპეციალური ლიცენზიის ან სერტიფიკატის არარსებობა ექიმს 2 ათასი ლარი დაუჯდება. ასევე 500 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სამედიცინო ჩანაწერების წარმოებაზე, რომელიც არ შეესაბამება წესებს.
უკანონო სამედიცინო საქმიანობა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო სამედიცინო საქმიანობის ნებართვის პირობების შეუსრულებლობა – 15 ათასი ლარის ოდენობით.
კომენტარის დატოვება