აპრილი საქართველოში ცვალებადი ამინდით დაიწყო: იყო წვიმებიც, მოღრუბლულობაცა და მზეც. თუმცა სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს შაბათ–კვირა დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვისა და სტუმრებისთვის თბილი გახდება: დღეს დღის მეორე ნახევარში დედაქალაქში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება.
ამასთანავე, თბილისში ღამის ტემპერატურა 8 გრადუსზე ქვევით არ დაეცემა. მოსალოდნელია ნაწილობრივ მოღრუბლული უნალექო ამინდი.
კომენტარის დატოვება