სერბეთის ქალაქ ბელგრადში გამართულ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა 97 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ ჯილდომ ქართველ სპორტსმენს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური უზრუნველყო.
მაჭარაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მცირე ფინალში ჩვენმა სპორტსმენმა თურქი მეტოქე დაამარცხა.
ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის დედაქალაქში ასევე გაემგზავრება გენო პეტრიაშვილი, რომელმაც 125 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კომენტარის დატოვება