ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.92+0.14%

ახალი სამიტი თბილისში

25 სექტემბერი, 2023

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განაცხადეს, რომ 7-დან 9 ნოემბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული პარკების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაცვლის მიზნით თბილისში გაიმართება პირველი საერთაშორისო სამიტი “ევრაზიისა და აღმოსავლეთი ევროპის ეროვნული პარკებისა და ცხოველთა სამყაროს დაცვა”.

სამიტის ფარგლებში მსოფლიოს ათობით ქვეყნის ეროვნული პარკების წარმომადგენლების გამოსვლაა მოსალოდნელი. მონაწილეთა მიერ განსახილველ ყველაზე მნიშვნელოვან თემებს შორის არის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები; ტექნოლოგიები და სისტემები ეროვნულ პარკებში; ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.