ახლახან გამოქვეყნებული ბედნიერების ინდექსის ახალ ვერსიაში მსოფლიოს 143 ქვეყანას შორის საქართველომ მხოლოდ 91-ე ადგილი დაიკავა. შედგენისას გათვალისწინებული იყო ცხოვრებით კმაყოფილების ფაქტორი: თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები პიროვნულ კეთილდღეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, სოციალურ კავშირებს, თავისუფლებასა და კორუფციას სახელმწიფოში.
ახალი რეიტინგის მნიშვნელოვან ტენდენციად ავტორები ბედნიერი ქვეყნების სიის პირველ სტრიქონებში მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების არყოფნას ასახელებენ. ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ რეიტინგი ეფუძნება Gallup World Poll-ის 2021-2023 წლების მონაცემებს.
კომენტარის დატოვება