რეგისტრაცია ყოველწლიურ ველოფესტივალზე, რომელიც 28-დან 30 ივლისამდე იმერეთში, ბაღდადის რაიონში, გაიმართება, დაწყებულია. ფესტივალის მონაწილეთა ამოსავალი წერტილი იქნება როდოპოლისის ციხე, ხოლო ფინიში – ქალაქ ბაღდადში. გზა გაივლის აჯამეთის ტყეს, ბერიეთის მონასტერს, ეიფელის ხიდს, სოფელ ხანს, ზეკარის უღელტეხილს, ქვასაყდარასა და საირმეს.
ღონისძიების ორგანიზატორები ჰპირდებიან ველოსიპედისტებს სასიამოვნო სამდღიან თავგადასავალს ულამაზესი პეიზაჟების ფონზე. გზად ველო გარბენის მონაწილეები შეძლებენ დამატებით თამაშებში ქულების დაგროვებას, ამისთვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური და გუნდური მონაწილეობა. გამარჯვებულები 30 ივლისს ბაღდათში დაჯილდოვდებიან.
კომენტარის დატოვება