ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

პირველი წავიდა

19 მაისი, 2023

დღეს ოთხწლიანი შესვენების შემდეგ თბილისში დაჯდა რუსული ავიაკომპანიის პირველი თვითმფრინავი “აზიმუტი”.

პირველი რეისის მგზავრებმა აღნიშნეს, რომ დიდხანს ელოდნენ პირდაპირი ავიამიმოსვლის გახსნას. ახლა ნათესავებთან გამგზავრება და საკუთარი სამშობლოს მონახულება უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რფ-ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც აკრძალვები რუსული ავიაკომპანიების ფრენებსა და საქართველოში ტურების გაყიდვაზე გაუქმებულია.

საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო უკვე მეორე რუსულმა ავიაკომპანიამ – Red Wings. რეისები რუსეთიდან ყოველდღიურად განხორციელდება.

ასევე რეგულარულ ფრენებს რუსეთში განახორციელებს ქართული ავიაკომპანია – Georgian Airways. პირველი თვითმფრინავი უნდა დაჯდეს 20 მაისს, 11:15-ზე, ვნუკოვოში.

ექსპერტების თქმით, ავიამიმოსვლის აღდგენამ შეიძლება, 2023 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდულ რიცხვამდე მიიყვანოს, რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.