“თელავის ღვინის მარანი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) პრიზისთვის იბრძვის. ქართველი მწარმოებელი წითელი ღვინოების კატეგორიის შორთ-ლისთში მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი 6 მეტოქესთან იბრძოლებს.
“თელავის ღვინის მარანს” კონკურენციას გაუწევენ მწარმოებლები ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკიდან. ბოლო ქვეყანა ერთდროულად ორი მარკითაა წარმოდგენილი.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC) იმართება 1969 წლიდან და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში.
კომენტარის დატოვება