ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.740.00%
EUR2.97+0.04%

ჯილდო მეღვინეებს

29 სექტემბერი, 2023

თელავის ღვინის მარანი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე (IWSC) პრიზისთვის იბრძვის. ქართველი მწარმოებელი წითელი ღვინოების კატეგორიის შორთ-ლისთში მოხვდა. ჩვენი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი 6 მეტოქესთან იბრძოლებს.

“თელავის ღვინის მარანს” კონკურენციას გაუწევენ მწარმოებლები ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკიდან. ბოლო ქვეყანა ერთდროულად ორი მარკითაა წარმოდგენილი.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსი (IWSC) იმართება 1969 წლიდან და არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.