ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

მოქალაქეებზეზრუნვით

29 სექტემბერი, 2023

დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარებისა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარის თქმის გამო.

ამასთანავე, ამ მიდგომის წყალობით ჩვენ გვაქვს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა, იზრდება მოქალაქეების კეთილდღეობაც.

ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, თუ სად მიდის სინამდვილეში შემოსავალი ეკონომიკური ზრდისგან – ფულადი გზავნილებისგან, ექსპორტისა და ტურიზმისგან, მათ შორის, რუსეთთან.

ასე, საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ამ წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ქვეყანაში ღარიბი ოჯახების რაოდენობა 10,3%-ით შემცირდა.

კიდევ ერთი გამარჯვება – საქართველოში გაიზარდა საშუალო თვიური ხელფასი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, II კვარტალში მან 1 804,5 ლარი შეადგინა – 17,1%-ით მეტი, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დამატებითად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ასობით მილიონი ლარი, რომელიც წავა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის განვითარებაზე. ამასთანავე, სახელმწიფოს არ ავიწყდება მცირე ბიზნესისთვისა და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დახმარების გაწევა.

დაწვრილებით საქართველოს სოციალური პოლიტიკის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ბარათებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.