წინა კვირას სტამბოლის საფეხბურთო კლუბმა “კარაგიუმრიუკმა”, ქართველი მწვრთნელის შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, თურქეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და “ჰატაისპორი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა. არველაძის ხელმძღვანელობით “კარაგიუმრიუკმა” 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე ავიდა.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირად ცნობილი შოთა არველაძე “კარაგიუმრიუკის” მწვრთნელი 2023 წლის დეკემბერში გახდა. მისი სამწვრთნელო კარიერა მოიცავს სხვადასხვა კლუბებში მუშაობას, მათ შორის, “კაიზერში”, “კასიმფაშაში”, “ტრაბზონში”, “მაკაბიში”, “პახტაკორსა” და “ჰალ სიტიში”.
კომენტარის დატოვება