ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

ხაჭაპურის ინდექსი შეიცვალა

7 თებერვალი, 2024

საქართველოში იანვრის თვის ხაჭაპურის ინდექსი დეკემბერთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, მაგრამ 2023 წლის იანვართან შედარებით 4,6%-ით შემცირდა. წინა თვეში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება6,62 ლარი შეადგინა. ღირებულების მატება დაკავშირებულია საფუარის, რძის, კარაქისა და კვერცხების გაძვირებასთან, რომლებიც დამზადებისთვის გამოიყენება.

ათი წლის წინ ხაჭაპურის მომზადება თითქმის ორჯერ ნაკლები – 3,66 ლარი – ღირდა. ყველაზე მაღალი ინდექსი 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირდა – 6,99 ლარი.

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად იზომება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.