ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონია

5 მაისი, 2023

იტალიური “ნაპოლი”-ს მილიონობით გულშემატკივრისთვის დიდი ხნის ნანატრი სიხარული – მესამე ჩემპიონობა სერია A-ში 33-წლიანი პაუზის შემდეგ. ნეაპოლიტანური კლუბის გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში ამ წარმატებას გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენას უკავშირებენ, რომელმაც გამორჩეული სეზონი ჩაატარა. “უდინეზე”-სთან გადამწყვეტი მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

იტალიის ჩემპიონატში სეზონი გრძელდება, მაგრამ უკვე ახლა ჩვენმა თანამემამულემ გამორჩეულ შედეგებს მიაღწია. მის ანგარიშზე 14 გოლი და იმდენივე საგოლე გადაცემაა. თვის შედეგების მიხედვით, გულშემატკივრებმა ის სამჯერ აღიარეს საუკეთესო მოთამაშედ. კვარაცხელიას გოლი ასევე იქნა აღიარებული თვის საუკეთესოდ. ნეაპოლიტანელებმა ჩვენს ფეხბურთელს კვარადონა შეარქვეს – დიდებული დიეგო მარადონას ანალოგიით, რომელმაც “ნაპოლი”-ს ორი წინა ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

ვადამდე მოპოვებულ ჩემპიონობას ფეხბურთელი მხრებზე საქართველოს დროშით აღნიშნავდა.

ჩვენ ვამაყობთ ხვიჩას წარმატებით და ვულოცავთ მას პირველ სკუდეტოს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.