კულინარიული გზამკვლევის TasteAtlas-ის მსოფლიოს 50 საუკეთესო სუპის სიაში ქართული კერძები ხარჩო და ჩიხირთმა შევიდა. ხარჩომ მე-18 ადგილი დაიკავა, აღწერაში აღნიშნულია მისი პოპულარობა და რეცეპტების მრავალფეროვნება. ავტორი უთითებს, რომ წვნიანს ამზადებენ საქონლის ან ქათმის ხორცისგან ნიგოზთან და ბრინჯთან ერთად, ასევე უმატებენ ქართული სანელებლების ნარევს ხმელ-სუნელს, ქლიავისგან დამზადებულ ტყემლის წვენს და ახალ ქინძს.
ჩიხირთმას წვნიანი 33-ე ადგილზეა და დასახელებულია, როგორც ნაბახუსევის შესანიშნავი სამკურნალო საშუალება. ის აღწერილია, როგორც ოდნავ მჟავე, კრემ-სუპის კონსისტენციის მქონე, რომელიც მზადდება ქათმის ნაჭრებისგან, ხახვისგან, კვერცხისგან, ფქვილისგან, ძმრისგან, წყლისა და სანელებლებისგან.
https://www.traditionrolex.com/39
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი ქართული კერძები, რომლებიც TasteAtlas-ის რეიტინგში მოხვდა.
კომენტარის დატოვება