ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქართველები ევროს ბილეთებს ყიდულობენ

30 მარტი, 2024

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და კონტინენტის პირველობაზე გასვლის შემდეგ გულშემატკივრბმა დაიწყეს მომავალი მატჩების ბილეთების შეძენა. ჯგუფურ ეტაპზე ჯგუფს ელის თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. პირველი თამაშის 274 ევროს ღირებულების ბილეთები უკვე გაყიდულია.

ევრო 2024, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ბერძნებთან გამარჯვების შემდეგ, იწყება ივნისში გერმანიაში. თავად თამაშის ბილეთების გარდა, ჩემპიონატის განმავლობაში გულშემატკივრებს მოუწევთ ავიაბილეთების, სასტუმროებისა და განსახლების საფასურის გადახდა.

ჩვენი ფეხბურთელები პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში, მეორეს 22 ივნისს ჰამბურგში, ხოლო მესამეს 26 ივნისს გელზენკირხენში გამართავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.