ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.730.00%
EUR3.00+0.01%

ქართველი მწერალი გახდა ნობელის პრემიის კანდიდატი ლიტერატურის დარგში

27 თებერვალი, 2024

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ცნობით, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა კოლექტივის ხმათა უმრავლესობით ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე დასახელდა.

2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ოქტომბერში გამოცხადდება. 57 წლის გიორგი ახვლედიანი, რომელიც აკა მორჩილაძის ფსევდონიმითაა ცნობილი, მთავარი ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის მფლობელია. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “მოგზაურობა ყარაბაღში”, “აგვისტოს პასიანსი”, “სხვა”, “შობის ღამის ალქაჯები”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.