ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

“შემოქმედებითი თბილისი” იწვევს მონაწილეებს

27 თებერვალი, 2024

14 მარტამდე ღიაა განაცხადების მიღება “შემოქმედებითი თბილისის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამი მიმართულებით – გამომცემლობა, დიზაინი და ხელობა, თანამედროვე სახვითი ხელოვნება. განაცხადების მიღება „მედიახელოვნების“ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება. კონკურსის მონაწილეებად გახდომა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებსა და მეწარმეებს.

კონკურსი “შემოქმედებითი თბილისი“ იმართება რამდენიმე წელია დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისა და ხელოვანებისა და არტ ჯგუფების შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ხუთი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 200 პროექტი დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.