ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქართველი რეჟისორის ფილმი Swiss Film Awards-ის ლაურეატი გახდა

28 მარტი, 2024

ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ფილმს “შაშვი, შაშვი, მაყვალი” შვეიცარიის კინოაკადემიის Swiss Film Awards-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. დაჯილდოვება ციურიხში გამართულ ცერემონიაზე შედგა, სადაც ფილმმა მიიღო პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვისა და საუკეთესო სცენარისთვის. ფილმი გადაღებულია თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

“შაშვი, შაშვი, მაყვალი” არის დრამა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ქალის ეთერის შინაგან ზრდაზე. ფილმის პრემიერა 2023 წლის აპრილში კანის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო შემდეგ მან მიიღო სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალისა და სხვა პრესტიჟული ჯილდოები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.