ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურია დააჯილდოვა

28 მარტი, 2024

შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართული წარმოშობის ცნობილი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მას პირადად ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადასცა. დაჯილდოვების ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

27 წლის ილია თოფურია არის UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი. საბრძოლო კარიერის განმავლობაში მან MMA-ში 15 გამარჯვება მოიპოვა დამარცხების გარეშე. 18 თებერვალს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში თოფურიამ ავსტრალიელი ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და გამარჯვებისთვის $350 ათასი მიიღო, რომლის ნაწილი საქართველოში კიბოთი დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის გადარიცხა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.