ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.810.00%
EUR2.930.00%

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე საერთო გუნდური ჩათვლა მოიგეს

19 ივლისი, 2023

ავსტრიის ქალაქ გრაცში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს. პირველ დღეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოუტანა, ხოლო მეორე დღესსამი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

პირველ დღეს ტურნირის გამარჯვებული გახდა გიორგი ლოლაძე (73 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თომა გელაშვილმა (60 კგ) და ალეკო კასრაძემ (66 კგ).

შეჯიბრის მეორე დღეს ოქროს მედლები მოიპოვეს ლუკა ბაბუციძემ (81 კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (100 კგ) და მძიმე წონის მოჭიდავე შალვა გურეშიძემ. უჩა ტაბატაძემ მოიპოვა ვერცხლის მედალი. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდნენ ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) და თამაზ კობერიძე (90 კგ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.