ბათუმი ემზადება Samba Music Festival-ის მისაღებად. უკვე 19 აგვისტოს საკურორტო ქალაქის სამბას პირველ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე ბრაზილიელი მუსიკოსები, მათ შორის, ბრაზილიელი მომღერალი Sandami, ჯგუფი Carrapicho, მეგიტარე Marcellus, ქეთი ფარესაშვილი, ლაზარ ადამია, ლელო ხოტივარი, დემეტრე გვენცაძე და სხვა არტისტები.
ფესტივალის ჩატარების ადგილად ორგანიზატორებმა აირჩიეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. სტუმრებს ჰპირდებიან ხმისა და რიტმის წარმოუდგენელ ჰარმონიასა და დაუვიწყარ საღამოს.
კომენტარის დატოვება