საქართველოს ქალთა მოჭადრაკეთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება ჭადრაკის ფედერაცია. ფინალის ორ მატჩში ჩვენმა მოჭადრაკეებმა ყაზახეთის ნაკრები ანგარიშით 2,5:1,5, 3,5:0,5 დაამარცხეს. ადრე, 2015 წელს, საქართველოს უკვე ქჰონდა მოგებული ჭადრაკის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორის.
ვულოცავ ჩემპიონებს!
ჩემპიონატში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გაიმართა, საქართველოს გარდა მონაწილეობდნენ საფრანგეთის, აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბულგარეთის, ეგვიპტის, გერმანიის გუნდები და FIDE ამერიკის გუნდი. საფრანგეთის მოჭადრაკეებმა დაამარცხეს აშშ-ს ნაკრები ანგარიშით 2:2, 3:1 და მესამე ადგილი დაიკავეს.
კომენტარის დატოვება