უკვე ამ დასვენების დღეებში ზაქარია ფალიაშვილი სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 172-ე სეზონს ხსნის. პირველი იქნება ოპერები “აბესალომ და ეთერი”, ალექს მაჭავარიანის საპრემიერო “ჰამლეტი” და ასევე ბალეტი “გედების ტბა”. როგორც ყოველთვის ახალი სეზონი ბევრ საინტერესო მოვლენას გვპირდება.
დედაქალაქის სცენაზე მოსალოდნელ სხვა დადგმებთან ერთად ოქტომბრის მეორე ნახევარში მაყურებლები შეძლებენ, ნახონ ჯუზეპე ვერდის ოპერა “ბედის ძალა” და ბალეტი “დონ კიხოტი”.
კომენტარის დატოვება