სპორტსმენებმა ბაგრატ ჟღენტმა და ჭაბუკა ჭიღლაძემ საკურორტო ქალაქ ბათუმში დაძრეს და 2 მეტრზე გასწიეს რკინიგზის მატარებლის 15 ვაგონი საერთო წონით 375,7 ტონა და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. სპორტსმენებმა რეკორდი მეორე ცდაზე დაამყარეს, რადგან პირველ ჯერზე ბაგირი გაწყდა. ჭიღლაძისთვის ეს პირველი რეკორდია, ჟღენტმა კი საკუთარი რეკორდი 10 ვაგონი გააუმჯობესა.
ათლეტები ახალ მიღწევებს გეგმავენ. სპორტსმენები მომავალ წელს რეკორდის გაუმჯობესებას: 20 ვაგონის დაძვრას, გურიაში შეკვეთილში ატრაქციონების პარკში „ეშმაკის ბორბლის” დატრიალებას აპირებენ.
ჟღენტმა, რომელიც საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნულ ფედერაციაში შედის, 2022 წლის ივნისში 47 ტონა წონის ვაგონი კბილებით გასწია ფიქსირებულ მანძილზე და რეკორდი დაამყარა. ასევე მან გინესის რეკორდი მოხსნა კბილებით გაწევაში – გასწია 16-ტონიანი სატვირთო ავტომობილი.
კომენტარის დატოვება