ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.720.00%
EUR2.97–0.01%

ქორწილები სულ უფრო ნაკლები ხდება

5 აპრილი, 2024

“საქსტატის” სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში ქორწინებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 14,5%-ით შემცირდა და 22 275 შეადგინა, ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე წელია, სტაბილური რჩება და 11,1 წელს უდრის. ქალებისთვის პირველი ქორწინების საშუალო ასაკი 29,7 წელს შეადგენს, ხოლო მამაკაცებისთვის – 32,1 წელს.

წინა წელს განქორწინებების რაოდენობამ 13 664 შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთანავე, წყვილების უმეტესობა დაქორწინებული იყო ხუთ წელზე ნაკლები. განქორწინების დროს ქალების საშუალო ასაკი შეადგენს 38,2 წელს, მამაკაცების – 40,8 წელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.