2023 წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1,2 მილიონ მგზავრს – მიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით მეტია. რეკორდული რიცხვები დაფიქსირდა რეისების რაოდენობაშიც – 9 თვის განმავლობაში განხორციელდა 3,6 ათასი, 43%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით.
მხოლოდ სექტემბერში ქუთაისის აეროპორტმა მოემსახურა 163 998 მგზავრსა და 483 რეისს და 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლები შესაბამისად 66%-ითა და 15%-ით გაზარდა.
საერთო ჯამში, ამჟამად აეროპორტში ფრენებს ახორციელებს ხუთი ავიაკომპანია, რომლებიც დაფრინავს 18 ქვეყანაში 35 მიმართულებით.
კომენტარის დატოვება