ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი კვლავ გაიზარდა

28 ოქტომბერი, 2023

2023 წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს 1,2 მილიონ მგზავრსმიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ით მეტია. რეკორდული რიცხვები დაფიქსირდა რეისების რაოდენობაშიც – 9 თვის განმავლობაში განხორციელდა 3,6 ათასი, 43%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით.

მხოლოდ სექტემბერში ქუთაისის აეროპორტმა მოემსახურა 163 998 მგზავრსა და 483 რეისს და 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლები შესაბამისად 66%-ითა და 15%-ით გაზარდა.

საერთო ჯამში, ამჟამად აეროპორტში ფრენებს ახორციელებს ხუთი ავიაკომპანია, რომლებიც დაფრინავს 18 ქვეყანაში 35 მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.