საკურორტო ქალაქ ანაკლიაში 4-დან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ-ჰოპის ფესტივალი Komorebi. ორ სცენაზე წარდგება EASTER, DEENA და ელექტრონული მუსიკის 40-ზე მეტი მსოფლიოს წამყვანი არტისტი. თეატრალურ-ქორეოგრაფიული პროექტის “ციონი”ს ფარგლებში სტუმრების წინაშე წარსდგებიან დავით ჭანიშვილი და ირაკლი დანელია. ფესტივალი გაიმართება კუნძულ Morimar-ზე.
ორგანიზატორები პირდებიან, რომ თბილისიდან და ბათუმიდან ტერიტორიის ფესვივალის გამართვის ადგილამდე და უკან დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი. მიკროავტობუსები უწყვეტად იმოძრავებენ სამეგრელოს ტერიტორიაზეც.
კომენტარის დატოვება