ქუთაისის მერიამ განაცხადა, რომ ამიერიდან ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ. ამ მიზნით მოსწავლეებს მალე გადაეცემათ სპეციალური სატრანსპორტო ბარათები. პროექტი 33 619 სტუდენტზეა გათვლილია.
აუცილებელი ცვლილებები ინიციატივის განსახორციელებლად 2021 წლის 28 აპრილის დადგენილებაში იქნა შეტანილი.
კომენტარის დატოვება