მწერალთა სახლი სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა გამოსავლენად საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურსს “მუზას” ჩაატარებს. კონკურსს ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ ბერძენიშვილის ამავე სახელწოდების სკულპტურის სახელი ეწოდა. წინა წელს მასში 130-ზე მეტმა მწერალმა და მთარგმნელმა მიიღო მონაწილეობა. წელს კონკურსის ბიუჯეტი 100 ათასს ლარს შეადგენს.
კონკურსი “მუზას” გამარჯვებულები გამოვლინდებიან 11 კატეგორიაში:
1. წლის საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პროზაული კრებული
3. საუკეთესო პოეზიის კრებული
4. წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე
5. წლის საუკეთესო დებიუტი (გახსნა)
6. წლის საუკეთესო თარგმანი
7. საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია
8. საუკეთესო პიესა
9. საუკეთესო წიგნის დიზაინი
10. წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი
11. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კომენტარის დატოვება