ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ქუთაისში მგზავრთა ნაკადი იზრდება

17 ივნისი, 2023

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს ამ წლის მაისში დავით აღმაშენებლი სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მაჩვენებლის მხრივ ისტორიული მაქსიმუმის მიღწევის შესახებ. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 95.9%-ით არის შეფასებული.

ქუთაისის საჰაერო ნავსადგურმა მოემსახურა მგზავრთა და რეისთა რეკორდულ რაოდენობას პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით აქ დაფიქსირდა 502 323 მგზავრი და 1 591 რეისი.

დღეს აქედან ფრენებს ახორციელებს 5 ავიაკომპანია 17 ქვეყანაში 34 მიმართულებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.