საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, თითქმის წელიწადნახევარში ქვეყანაში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9,7%-ით გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ხელფასების ზრდაა. ასე, 2023 წლის ივლისში 2022 წლის თებერვალთან შედარებით ხელფასები 26,1%-ით გაიზარდა, სამშენებლო მასალები – 5,7%-ით, მანქანები და დანადგარები – 22,8%-ით, ხოლო სხვა ხარჯები – 6,2%-ით.
წელიწადნახევრის განმავლობაში 4,1%-ით გაიაფდა მხოლოდ ტრანსპორტი, საწვავი და ელექტროენერგია.
2023 წლის ივლისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი ივნისთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა.
კომენტარის დატოვება