ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

საარქივო ფილმები მაყურებლისთვის!

30 სექტემბერი, 2023

4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენს ქვეყანაში გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი. ფორუმის პროგრამაშია 38 დოკუმენტური, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმი 15 ქვეყნის საარქივო მარაგებიდან.

ფესტივალს გახსნის კინოლენტები საქართველოს ეროვნული არქივიდან: 1930 წლის სარეკლამო ფილმი “საქართველოს კურორტები” და 1960 წლის “მსოფლიო ტაშს უკრავს” საქართველოს ეროვნული ბალეტის “სუხიშვილების” შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.