ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.70–0.37%
EUR2.94–0.14%

ქვეყანაში მშენებლობა ძვირდება

30 სექტემბერი, 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, თითქმის წელიწადნახევარში ქვეყანაში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 9,7%-ით გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ხელფასების ზრდაა. ასე, 2023 წლის ივლისში 2022 წლის თებერვალთან შედარებით ხელფასები 26,1%-ით გაიზარდა, სამშენებლო მასალებ 5,7%-ით, მანქანები და დანადგარები 22,8%-ით, ხოლო სხვა ხარჯები6,2%-ით.

წელიწადნახევრის განმავლობაში 4,1%-ით გაიაფდა მხოლოდ ტრანსპორტი, საწვავი და ელექტროენერგია.

2023 წლის ივლისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი ივნისთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.