ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.840.00%
EUR3.00–0.05%

ხვიჩა კვარაცხელია სეზონის შედეგების მიხედვით სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში  შევიდა.

4 ივნისი, 2023

33 წლის განმავლობაში “ნაპოლი”-მ პირველად მოიგო იტალიის ლიგა, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით ლიგის დანარჩენი ნაწილი დაამარცხა. ამასთან დაკავშირებით ავტორიტეტულმა პორტალმა Footballtranfers-მა გამოაქვეყნა სტატია 2022-2023 წლების სეზონის შედეგებით. პორტალის ვერსიის მიხედვით, სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში თავდამსხმელებს შორის შევიდნენ ხვიჩა კარაცხელია და ვიქტორ ოსიმხენი “ნაპოლი”-დან, და ასევე ლაუტარო მარტინესი “ინტერი”-ს გუნდიდან.

Footballtransfers-მა ხვიჩა კარაცხელიას “დრიბლინგის მანქანა” უწოდა. სადებიუტო სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა. “მილანი”-სა და საქართველოს ნაკრების მცველის კახა კალაძის შემდეგ ხვიჩა გახდა მეორე ქართველი მოთამაშე, რომელმაც თავისი კარიერის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.