ვალუტის ოფიციალური კურსი
USD2.700.00%
EUR2.940.00%

ხვიჩამ და ნიცა თავაძემ ჯვარი დაიწერეს

19 ოქტომბერი, 2023

მცხეთის ფერისცვალების ეკლესიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი მიჯნურინიცა თავაძის მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი ჯვრისწერის ცერემონია. ვულოცავთ ფეხბურთელს და მის რჩეულს და ძლიერ ოჯახურ ბედნიერებას ვუსურვებთ!

ნიშნობის შესახებ ახალგაზრდა წყვილმა ამ წლის მარტში გამოაცხადა და მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი კურთხევა.

ტრადიციულ ცერემონიაზე პატარძალი და სიძე თეთრ სამოსში იყვნენ, საიდუმლოების მოწმეები კი მათი უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები გახდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ამ საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით cookies-ის გამოყენების უფლებას.
© ყველა წესი დაცულია.