საქართველოს კინემატოგრაფისტები ეროვნული კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესების სისტემური ცვლილების მოთხოვნით ამ კვირას გაიფიცნენ. ამ წუთებში გაფიცულები უარს ამბობენ კინოცენტრის კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე და ასევე ტოვებენ კომისიებს.
ქართულ კინემატოგრაფში სკანდალი მიმდინარე ზაფხულს ატყდა, კულტურის სამინისტროს მიერ ივნისში კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილის კობა ხუბუნიას დანიშვნის შემდეგ. მკაცრი გაკიცხვა გამოიწვია მისმა გადაწყვეტილებამ დირექტორის მოადგილის ორი თანამდებობის გაუქმებისა და რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ.
კომენტარის დატოვება