ვიდეორგოლმა “სტუმარი” საქართველოს სტუმართმოყვარეობის შესახებ გაიმარჯვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსში. მან მოიპოვა პირველი ადგილი ნომინაციაში “ტურიზმი და მოქმედების ათწლეული“ (Tourism and the Decade of Action) ევროპის რეგიონში. ვიდეორგოლი გადაღებული იქნა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.
ვიდეორგოლის სლოგანია “გახდი საქართველოს სტუმარი – დიდი ისტორიები გარანტირებულია”. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან და იღებენ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაში, და ნათქვამია, რომ სტუმარი საქართველოში ღვთის მაცნეა.
UNWTO-ს კონკურსის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ გამბია, პანამა, ფილიპინები, საქართველო, ომანი, კენია, შვეიცარია და ეგვიპტე.
კომენტარის დატოვება