შაბათ–კვირას დედაქალაქის Expo Georgia-ს სივრცეში საინტერესო გამოფენა გაიმართა. 160-ზე მეტმა მეწარმე ქალმა წარმოადგინა მათ მიერ შექმნილი საქონელი: სამკაულები, საკვები პროდუქტები, ღვინო, სათამაშოები, ავეჯი, კოსმეტიკა, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
გამოფენაზე ბავშვებისთვის გამოფენაზე გამოყოფილი იყო გასართობი სივრცე, სადაც მათთან ერთად იყვნენ ანიმატორები და ტარდებოდა სხვადასხვა მასტერკლასები.
ღონისძიება მიზნად ისახავს მეწარმე ქალების დახმარებას საქმიანი და პარტნიორული კავშირების დამყარებასა და ბაზარზე გასვლაში.
კომენტარის დატოვება